მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, ჩართონ მისი სწავლება სამხედრო და, შესაძლებლობის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პროგრამებში, რათა მისი პრინციპები ცნობილი გახდეს მთელი მოსახლეობისთვის.

ნებისმიერ სამოქალაქო, სამხედრო, საპოლიციო თუ სხვა ორგანოებს, რომელსაც ომის დროს შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, უნდა ფლობდეს კონვენციის ტექსტს და საგანგებოდ გაეცნოს მის დებულებებს.