სააგენტოს ფუნქცია იქნება 136-ე მუხლში მითითებული სახის ინფორმაციის შეგროვება, რომელიც მას შეიძლება მიეწოდოს ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით და შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადასცემს იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან აღნიშნული პირები ან რომელთა ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გადაცემამ შეიძლება ზიანი მიაყენოს შესაბამის პირს ან მის ნათესავებს. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს შეუქმნიან ყველა გონივრულ შესაძლებლობას აღნიშნული ინფორმაციის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა მოქალაქეებიც სარგებლობენ ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით, შეიძლება მოწვეულნი იყვნენ სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად.
ზემოაღნიშნული დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ისინი ზღუდავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 142-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობა