სააგენტოს დაეკისრება სამხედრო ტყვეთა შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიღებასაც იგი ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით მოახერხებს. მან ეს მონაცემები შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში სამხედრო ტყვეთა სამშობლოს ან იმ სახელმწიფოს უნდა გადასცეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს შეუქმნიან ყველა შესაძლებლობას მითითებული მონაცემების გადასაცემად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ კი ისინი, რომელთა მოქალაქეებიც ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით სარგებლობენ, სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად იქნებიან მიწვეულნი.
მოცემული დებულებები ისე არ უნდა განიმარტოს, თითქოს ისინი ზღუდავენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 125-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობა