ამ საკითხის შესახებ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით დადებულ შეთანხმებაში შესაბამისი დადგენილებების ან თვით ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ყოველი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, წინა პარაგრაფში მითითებული პრინციპის თანახმად, თავად შეადგენს და დაუყოვნებლივ განახორციელებს რეპატრიაციის გეგმას.
ორივე შემთხვევაში მიღებულ ზომებს აცნობებენ სამხედრო ტყვეებს.
სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციის ხარჯები ყველა შემთხვევაში სამართლიანად განაწილდება ტყვედ ამყვან სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან. ეს განაწილება შემდეგ საფუძველზე მოხდება:
(ა) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ესაზღვრება, ის ქვეყანა, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, რეპატრიაციის ხარჯებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს საზღვრიდან მოყოლებული გაიღებს.
(ბ) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს არ ესაზღვრება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს თავისი ტერიტორიის საზღვრამდე ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიასთან უახლოეს გასამგზავრებელ პორტამდე, რომელსაც ტყვეები ეკუთვნიან. რეპატრიაციასთან დაკავშირებულ დანარჩენ ხარჯებზე დაინტერესებული მხარეები დადებენ შეთანხმებას მათი სამართლიანად გაყოფის შესახებ. ყოვლად დაუშვებელია ამ შეთანხმების დადება გახდეს რეპატრიაციის შეყოვნების გასამართლებელი მიზეზ