1. დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთაც აქვთ ბანაკში მომუშავე მათი თანამემამულე ექიმის ან ქირურგის ან იმ ექიმის ან ქირურგის რეკომენდაცია, რომელიც იმ სახელმწიფოს მოკავშირე კონფლიქტის მონაწილე იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომლის სახელზეც ირიცხებიან სამხედრო ტყვეები.

2. საკუთარ ტყვეთა წარმომადგენლის მიერ რეკომენდებული დაჭრილები და ავადმყოფები.

3. დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც რეკომენდებული არიან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ან ამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ტყვეთა დამხმარე ორგანიზაციის მიერ.

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც არც ერთ მითითებულ კატეგორიას არ ეკუთვნიან, მაინც შეუძლიათ შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადება, ოღონდ ისინი შემოწმებას მას შემდეგ გაივლიან, რაც ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შემოწმება დასრულდება.

შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადებულ სამხედრო ტყვეთა თანამემამულე ექიმს ან ქირურგს, ისევე როგორც ტყვეთა წარმომადგენელს, უფლება აქვთ ამ შემოწმებას დაესწრო