იმ შემთხვევაში, როცა განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ეხება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში გაუგზავნის დაწვრილებით შეტყობინებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
1. განაჩენის ზუსტი ტექსტი;
2. მოკლე ანგარიში წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება ბრალდებისა და დაცვის ასპექტები;
3. შესაბამის შემთხვევაში იმ დაწესებულების დასახელება, სადაც განაჩენი სისრულეში მოიყვანება.
წინა ქვეპარაგრაფებში მითითებული შეტყობინებები მფარველ სახელმწიფოს გაეგზავნება მისამართზე, რომელსაც ის დამატყვევებელ სახელმწიფოს წინასწარ აცნობებ