თუ სამხედრო ტყვე დამცველს არ აირჩევს, მფარველი სახელმწიფო მას ასეთს დაუნიშნავს, რისთვისაც მის განკარგულებაში არანაკლებ ერთი კვირა იქნება. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, თხოვნის საფუძველზე მფარველ სახელმწიფოს კვალიფიციური პირების სიას გადასცემს, რომელთაც შეუძლიათ დაცვის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როცა არც სამხედრო ტყვე და არც მფარველი სახელმწიფო დამცველს არ აირჩევს, ბრალდებულის დასაცავად კვალიფიციურ ადვოკატს ტყვედ ამყვანი სახელმწიფო თავად დანიშნავს.

ადვოკატს ან დამცველს საქმის მოსმენის დაწყებამდე თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი კვირა, რათა დაცვისათვის მოემზადოს, ისევე როგორც ამისათვის აუცილებელი ყველა საშუალება ხელთ ჰქონდეს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის შეუზღუდავად მონახულებისა და მასთან მოწმეების გარეშე საუბრის შესაძლებლობა. ამასთანავე, მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს დაცვის ნებისმიერ მოწმესთან მოთათბირება, სამხედრო ტყვეების ჩათვლით. ამგვარი შესაძლებლობებით იგი განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლამდე ისარგებლებს.

სასამართლო სხდომის გახსნის დღემდე, საკმაოდ ხანგრძლივი დროით ადრე, ბრალდებული სამხედრო ტყვე მიიღებს მისთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებულ საბრალდებო დასკვნას, ასევე დოკუმენტაციას, რომელსაც ბრალდებულს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედი კანონების მიხედვით ჩვეულებრივ აცნობენ. აღნიშნული დოკუმენტაცია, ანალოგიურ გარემოებებში, სამხედრო ტყვის ადვოკატს ან დამცველსაც უნდა გადაეცეს.

მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება ექნებათ სასამართლო სხდომებს დაესწრონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ისინი დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს. ასეთ შემთხვევებში დამატყვევებელი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს ამის შესახებ შესაბამისად აცნობებ