ამის შემდეგ, დაუშვებელია რაიმე სამართალდარღვევისთვის სიკვდილით დასჯის დაწესება, თუ ამას არ დაეთანხმება სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან.

სასიკვდილო განაჩენი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანონ, თუ 87-ე მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად, სასამართლოს ყურადღება განსაკუთრებულად იმ ფაქტის მიმართ იქნება მიმართული, რომ სამხედრო ტყვე ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, იგი მის მიმართ ერთგულების ვალდებულებით არ არის დაკავშირებული და რომ მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად იმყოფებ