დისციპლინური ზომების მოხდისათვის გათვალისწინებული ყველა შენობა 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ჰიგიენის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სასჯელის მოხდის პერიოდში, 29-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებს საკუთარი თავის ჰიგიენური მოვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ოფიცრები ან მათთან გათანაბრებული პირები შენობაში უნტერ-ოფიცრებთან ან რიგითებთან ერთად არ უნდა დააკავონ.

სამხედრო ტყვე ქალები, რომლებიც დისციპლინურ ზომებს იხდიან, მამაკაცებისგან განცალკევებულ სათავსებში და ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განთავსდნე