იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებიც სასამართლო ორგანოებისა და უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, დისციპლინური ზომების დაკისრება შეუძლია ბანაკის მეთაურის დისციპლინური უფლებამოსილებით აღჭურვილ ოფიცერს ან პასუხისმგებელ ოფიცერს, რომელიც მას ცვლის ან რომელსაც მან თავისი დისციპლინური უფლებამოსილება გადასცა.

ყოვლად დაუშვებელია ასეთი უფლებამოსილების სამხედრო ტყვისათვის გადაცემა და ამ უკანასკნელის მიერ მისი განხორციელება.

ნებისმიერი დისციპლინური ზომის დაკისრებამდე სამხედრო ტყვეს ზუსტად ეცნობება ის გადაცდომები, რომელთა ჩადენაც მას ბრალად ედება და საშუალება მიეცემა თავისი მოქმედება ახსნას და თავი დაიცვას. კერძოდ, მას ნება უნდა დართონ მოიწვიოს მოწმეები და, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლოს. გადაწყვეტილება სამხედრო ტყვესა და ტყვეთა წარმომადგენელს უნდა აცნობონ.

ბანაკის მეთაურმა უნდა აწარმოოს დისციპლინური სასჯელების რეესტრი, რომელიც მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთათვის გასაცნობად ხელმისაწვდომი იქნებ