ხელმეორედ დაჭერილი სამხედრო ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის სამხედრო ხელისუფლებას.
88-ე მუხლის მეოთხე პარაგრაფის გვერდის ავლით, შესაძლებელია განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესონ იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც წარუმატებელი გაქცევისათვის იხდიან სასჯელს. ასეთმა ზედამხედველობამ გავლენა არ უნდა იქონიოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღსრულდეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში და არ უნდა გამოიწვიოს წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული რაიმე გარანტიის ჩამორთმევ