სასჯელის გამოტანისას სასამართლოებმა და ხელისუფლებამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ვინაიდან ბრალდებული ამ სახელმწიფოს მოქალაქე არ არის, ის ტყვედ ამყვან სახელმწიფოსთან არ არის დაკავშირებული ერთგულების ვალდებულებით და რომ იგი მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იმყოფება. ზემოაღნიშნულ სასამართლოებსა და ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნებათ შეამსუბუქონ სასჯელი სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც სამხედრო ტყვეს ბრალად ედება და რისთვისაც ვალდებული არ იქნებიან დაიცვან ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომა.

აკრძალულია კოლექტიური სასჯელის დაკისრება ინდივიდუალური დარღვევისათვის, სხეულის ყოველგვარი დასახიჩრება, დღის სინათლეს მოკლებულ შენობებში მოთავსება და, საერთოდ, ნებისმიერი სახის წამება ან სისასტიკის გამოვლინება.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს არა აქვს უფლება რომელიმე სამხედრო ტყვეს წოდება ჩამოართვას ან განმასხვავებელი ნიშნის ტარება აუკრძალო