მუხლი 82🔗
სამხედრო ტყვეები ემორჩილებიან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედ კანონებს, წესდებებსა და ბრძანებულებებს; დამატყვევებელი სახელმწიფო უფლებამოსილია სასამართლო ან დისციპლინური ზომები აღნიშნული კანონების, წესდებების ან ბრძანებულებების დამრღვევი ნებისმიერი სამხედრო ტყვის მიმართ მიიღოს. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია ამ თავის დებულებების საწინააღმდეგო სასამართლო საქმის წარმოება ან სასჯელის დაწესება. როცა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რომელიმე კანონით, წესდებით ან ბრძანებულებით სამხედრო ტყვის მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადად ცხადდება და ამავე დროს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრის მიერ ჩადენილი იგივე ქმედება დასჯადი არ არის, ასეთ ქმედებას შეიძლება მოყვეს მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრებ