სამხედრო ტყვეების მისამართით გზავნილების დათვალიერება ისეთ პირობებში არ უნდა მოხდეს, რომელსაც შეუძლია გზავნილებში მოთავსებული კვების პროდუქტების დაცულობას საფრთხე შეუქმნას; იმ შემთხვევებში, როცა საქმე ბეჭდვით ან წერილობით მასალებს ეხება, დათვალიერება ადრესატის ან მისი სათანადოდ რწმუნებული თანადატყვევებული პირის თანდასწრებით უნდა მოხდეს. არ შეიძლება ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ტყვეებისათვის გადაცემის შეფერხება ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით შემოღებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს და რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყო