იმ სამხედრო ტყვეთათვის, რომლებსაც ახლო ნათესავებისგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ან ჩვეულებრივი გზით მათი მიღების ან გაგზავნის შესაძლებლობა არა აქვთ, აგრეთვე მათთვის, რომლებიც თავისი სამშობლოსგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა. დეპეშების საფასური უნდა იქნეს შეტანილი დამატყვევებელ სახელმწიფოსთან არსებული მათი ანგარიშის დებეტზე ან უნდა გადაიხადოს მათ განკარგულებაში არსებული ნაღდი ფულით. დეპეშების გაგზავნის შესაძლებლობა სამხედრო ტყვეებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებშიც უნდა მიეცეთ.
როგორც წესი, სამხედრო ტყვეების კორესპონდენციის წარმოება ხდება მშობლიურ ენაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაუშვან კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოებაც.
სამხედრო ტყვეთა კორესპონდენციის ტომრები სათანადოდ უნდა დაილუქოს, მათზე ტომრის შემადგენლობის ზუსტი აღწერის მქონე ეტიკეტი უნდა დაიკრას და დანიშნულების ადგილის საფოსტო განყოფილების მისამართზე გაიგზავნო