ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ტყვეთა წარმომადგენლების უფლებას მიიღონ და სამხედრო ტყვეთა ინტერესების შესაბამისად გაანაწილონ და განკარგონ სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი კოლექტიური გზავნილები.

ამასთანავე, ამ შეთანხმებებით დაუშვებელია მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეების დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის გზავნილების გადაცემაზე პასუხისმგებელი წარმომადგენლების კოლექტიური გზავნილების მიმღებთა შორის განაწილების ზედამხედველობის უფლების შეზღუდვ