კორესპონდენცია, დახმარების გზავნილები და ნებადართული ფულადი გადარიცხვები, რომლებიც სამხედრო ტყვეების მისამართით ან მათ მიერ პირდაპირ ან 122-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროს, ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით ფოსტითაა გაგზავნილი, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისგან როგორც გამგზავნ და დანიშნულების, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც.
სამხედრო ტყვეთათვის გათვალისწინებული დახმარების გზავნილების გადაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც თავისი წონის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო მათ ფოსტით ვერ გაეგზავნებათ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ მთელ ტერიტორიაზე გაიღებს დამატყვევებელი სახელმწიფო. კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოები გაიღებენ მათ ტერიტორიაზე გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში გზავნილების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული შეღავათები არ ვრცელდება, გამგზავნი გადაიხდის.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან, შეძლებისამებრ სამხედრო ტყვეების მიერ ან მათთვის გაგზავნილი დეპეშებისათვის დაწესებული ნიხრი შეამცირო