ამ სატრანსპორტო საშუალებებით დასაშვებია შემდეგი ტვირთის გადაზიდვა:

a. კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში 123-ე მუხლში მითითებული ცნობათა ცენტრალური სააგენტო და 122-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიურო ცვლიან;

b. სამხედრო ტყვეთა შესახებ კორესპონდენცია და ანგარიშები, რომელსაც ცვლიან მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები როგორც თავის წარმომადგენლებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.

ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერ მხარეს უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალება, თუკი ამგვარი უპირატესობა განსაზღვრულია, ან გასცეს საშვი იმ პირობებით, რომლებიც ორმხრივი შეთანხმებებით შეიძლება დადგინდეს.

სპეციალური შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები იმის პროპორციულად გაიღებენ, თუ რომელი მათგანის მოქალაქეთა სასარგებლოდაა ეს მომსახურება გაწეულ