მუხლი 70🔗
ყოველ სამხედრო ტყვეს, დატყვევების მომენტიდან ან ბანაკში მიყვანიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, მაშინაც კი, როცა ეს სატრანზიტო ბანაკია, აგრეთვე ავადმყოფობის ან ლაზარეთში ან სხვა ბანაკში გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ერთი მხრივ, თავის ოჯახს, მეორე მხრივ კი, 123-ე მუხლში გათვალისწინებულ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაუგზავნოს საფოსტო ბარათი, რომელიც შეძლებისამებრ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშის მიხედვით შედგება. ამ საფოსტო ბარათით იგი აცნობებს ტყვედ ჩავარდნის ფაქტს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისამართს. აღნიშნული ბარათები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიგზავნოს და მათი ნებისმიერი სახით დაყოვნება დაუშვებელი