სამხედრო ტყვეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშების მდგომარეობის გაცნობისა და მათი ასლების მიღების შესაძლებლობა, აღნიშნული ანგარიშების შემოწმების უფლება, ასევე, აქვთ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ბანაკების მონახულების ჟამს.
სამხედრო ტყვეებს ერთი ბანაკიდან მეორეში გადაყვანისას თან მიჰყვებათ მათი პირადი ანგარიშებიც. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნისათვის ტყვეების გადაცემის შემთხვევაში თანხა, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არ არის გადაყვანილი, ტყვეებთან ერთად გადადის. ანგარიშის კრედიტზე დარჩენილი თანხის შესახებ მათ უნდა მიეცეთ სათანადო მოწმობა.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დროდადრო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, ერთმანეთს სამხედრო ტყვეთა ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა აცნობო