I კატეგორია:    სერჟანტზე ნაკლები წოდების ტყვეები - 8 შვეიცარიული ფრანკი.

II კატეგორია:   სერჟანტები და სხვა უნტერ-ოფიცრები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 12 შვეიცარიული ფრანკი.

III კატეგორია:  მაიორზე ნაკლები წოდების ოფიცრები კაპიტნის წოდების ჩათვლით ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 50 შვეიცარიული ფრანკი.

IV კატეგორია:  მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები, პოლკოვნიკები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 60 შვეიცარიული ფრანკი.

V კატეგორია:   გენერლები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 75 შვეიცარიული ფრანკი.

თუმცა, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს სპეციალური შეთანხმებების მეშვეობით შეუძლიათ ზემოაღნიშნული კატეგორიების სამხედრო ტყვეთათვის კუთვნილი ავანსის ოდენობა შეცვალონ.

ამას გარდა, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული თანხა ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილ გასამრჯელოს ბევრად აღემატება ან ტყვედ ამყვან სახელმწიფოს რაიმე მიზეზით სერიოზულ სიძნელეებს შეუქმნის, ეს უკანასკნელი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ეკუთვნიან სამხედრო ტყვეები, ზემოხსენებული თანხის ოდენობის ცვლილების შესახებ სპეციალური შეთანხმების დადებამდე განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

a. განაგრძობს სამხედრო ტყვეთა პირად ანგარიშზე პირველ პარაგრაფში მითითებული თანხის ჩარიცხვას;

b. დროებით შეზღუდავს თანხების იმ ოდენობას, რომელიც ავანსის თანხიდან ეძლევათ პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ოდენობის თანხით, რომელიც, ამასთანავე, პირველი კატეგორიის პირთათვის იმ თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომელსაც დამატყვევებელი სახელმწიფო საკუთარი შეიარაღებული ძალების წევრებს უხდის. ნებისმიერი შეზღუდვის მიზეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფო