ყველა სამუშაო რაზმი სამხედრო ტყვეთა ბანაკის კონტროლს ემორჩილება და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. სამხედრო ხელისუფლების ორგანოები და აღნიშნული ბანაკის უფროსი თავისი მთავრობის კონტროლის ქვეშ პასუხს აგებენ სამუშაო რაზმში წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულებაზე.
ბანაკის მეთაურს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს მის ბანაკს დაქვემდებარებული სამუშაო რაზმების სია და უნდა წარუდგინოს იგი მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციების დელეგატებს, რომლებიც შეიძლება ბანაკს ეწვიო