1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების და კანონიერი ინტერესების ისეთივე სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, როგორც ამ მხარის საკუთარი მოქალაქეები.
2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ ამ მხარის სასამართლოებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე როგორც ამ მხარის საკუთარმა მოქალაქეებმა.
3. ამ ხელშეკრულების დებულებანი გამოიყენება აგრეთვე იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაფუძნებული არიან ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და მის ტერიტორიაზე გააჩნიათ მართვის ორგანო.
მუხლი 1
თავი I — ნაწილი I ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-1/