1. მე–16 მუხლით გათვალისწინებული შე ღავათებით სარგებლობისათვის აუცილებელ დოკუმენტს პირადი, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასცემს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.
2. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, მაშინ ასეთი დოკუმენტების გაცემა შეუძლია მისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, ამ ხელშეკრულების მე–2 მუხლის გათვალისწინებით, დოკუმენტის გამცემ ორგანოს მოთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 17
თავი II — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 17. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-17/