ა) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, საქმე საარბიტრაჟო განხილვის საგანია;
ბ) გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ან საარბიტრაჟო დათქმის საფუძველზე;
გ) საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას ან საარბიტრაჟო დათქმას ხელშეკრულებაში, ანდა შეესატყვისება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობას, სადაც ადგილი ჰქონდათ საარბიტრაჟო განხილვას;
დ) მხარეები სათანადო წესით იყვნენ გაფრთხილებული არბიტრის ან საარბიტრაჟო განხილვის დანიშვნის თაობაზე;
ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია იმ ქვეყანაში, რომელმაც ის გამოიტან