ა) გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე;
ბ) განაჩენებს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში;
გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე.
2. სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოტანილია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. ამ მუხლის I პარაგრაფის (ა) პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობანი, რომლებიც ამ გადაწყვეტილების საფუძველია, წარმოიშვება ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.
3. პიროვნების პირად სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცნობა მოხდება იმისდა მიუხედავად, ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე იქნა ისინი მიღებული თუ მას შემდეგ