1. ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის ტერიტორიაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი, დადასტურებული და ოფიციალური ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები ან მათი აუთენტური ასლები მეორე მხარის ტერიტორიაზე მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.
2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე ოფიციალური დოკუმენტები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ოფიციალური დოკუმენტების დამამტკიცებელი ძალით სარგებლობენ.