1. წინამდებარე ხელშეკრულების მე–7 მუხლის 1 ნაწილსა და მე–13 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნას და თანდართულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს შემსრულებელი მხარის ენაზე დამოწმებული თარგმანი, ან მათი ინგლისური ვარიანტები.
2. თარგმანი უნდა დამოწმდეს შემკითხველი დაწესებულების კომპეტენტური თარჯიმნის, ნოტარიუსის ან ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებათა შესახებ.
3. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნა სრულდება შემსრულებელი მხარის ენაზე.