მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია დატოვოს შემკითხველი მხარის ტერიტორია 15 დღის განმავლობაში იმის შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამ ვადაში არ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მოწმეს ან ექსპერტს ობიექტურ გარემოებათა გამო არ შეეძლო დაეტოვებინა შემკითხველი მხარის ტერიტორია. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება დაედოთ ბრალი ან დაკავებულ იქნან მათ მიერ მიცემული ჩვენების ან მიცემული დასკვნის გამო.
2. გამოძახებული მოწმის ან ექსპერტის მგზავრობის, კვების და ცხოვრების ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამის თაობაზე მითითებული უნდა იყოს მოთხოვნაში. აღნიშნულ პირთა თხოვნით შემკითხველი მხარის დაწესებულებებმა შეიძლება წინასწარ აუნაზღაურონ მათ შესაბამისი ხარჯები.
ნაწილი II. დოკუმენტებ