1. მოწმე, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ასევე ექსპერტი, რომელიც თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის გამოძახებით გამოცხადდება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებაში, საზღვრის გადაკვეთამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, მისი მოქალაქეობისდა მიუხედავად, არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, დაპატიმრდეს და დაექვემდებაროს სასჯელს მის ტერიტორიაზე. ამგვარი პირები აგრეთვე არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცნენ, დაპატიმრდნენ და დაექვემდებარონ სასჯელს მათ ჩვენებებთან ან საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საქმეს და განეკუთვნება არსებითი განხილვის საგანს.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ხსენებული პირები კარგავენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიას, თუ ისინი არ დატოვებენ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, თუმცა მათ გააჩნიათ საამისო შესაძლებლობა იმ დღიდან 15 დღე-ღამის ვადის ამოწურვამდე, როდესაც მათი დამკითხავი იუსტიციის დაწესებულება მათ აცნობებს, რომ მათი შემდგომი დასწრება არ არის აუცილებელი. აღნიშნულ ვადაში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ამ პირებს თავიანთი მიზეზით არ შეეძლოთ დაეტოვებინათ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია.

3. მოწმეს, ექსპერტს, ასევე დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე აუნაზღაურებს თხოვნის გამგზავნ სახელმწიფოში ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ისევე როგორც სამუშაოდან მოწყვეტის დღეებში მიუღებელ ანაზღაურებას; ექსპერტს აგრეთვე აქვს უფლება მიიღოს ანაზღაურება ექსპერტიზის ჩატარებისათვის. გამოძახებაში მითითებული უნდა იყოს, რა სახის ანაზღაურება შეიძლება მიიღონ გამოძახებულმა პირებმა; მათი შუამდგომლობით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულება შესაბამისი ხარჯების დასაფარად გადაიხდის ავანსს.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმის ან ექსპერტის მეორე მხარის იუსტიციის დაწესებულებაში გამოძახება არ უნდა შეიცავდეს გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულების საშუალებათა გამოყენების მუქარა