1. თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულება დოუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები შედგენილია მის ენაზე ან რუსულ ენაზე, ან აღჭურვილია აღნიშნულ ენებზე დამოწმებული თარგმანით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დოკუმენტებს გადასცემს მიმღებს, თუ იგი თანახმაა მათ ნებაყოფლობით მიღებაზე.
2. თუ დოკუმენტების გადაცემა შეუძლებელია დავალებაში მითითებულ მისამართზე, თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულება, საკუთარი ინიციატივით მიიღებს მისამართის დასადგენად აუცილებელ ზომებს. თუ მისამართის დადგენა თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულების მხრიდან შეუძლებელია, იგი აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულებას და დაუბრუნებს მას გადასაცემ დოკუმენტებ