1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალების შესრულებისას, თხოვნის მიმღები დაწესებულება სარგებლობს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით. თხოვნის დაწესებულების თხოვნით, მან შეიძლება ასევე გამოიყენოს თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან თხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობას.

2. თუ თხოვნის მიმღები დაწესებულება არ არის კომპეტენტური შეასრულოს დავალება, იგი გადაუგზავნის მას კომპეტენტურ დაწესებულებას და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს გამგზავნ დაწესებულებას.

3. თხოვნის გამგზავნი დაწესებულების თხოვნით, თხოვნის მიმღები დაწესებულება დროულად აცნობებს მას და დაინტერესებულ მხარეებს დავალების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ, რათა მათ შეძლონ დასწრება დავალების შესრულების თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დავალებაში მითითებული პირის ზუსტი მისამართი უცნობია, თხოვნის მიმღები დაწესებულება, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება, მისამართის დასადგენად მიიღებს საჭირო ზომებს.

5. დავალების შესრულების შემდგომ, თხოვნის მიმღები დაწესებულება დოკუმენტებს დაუბრუნებს თხოვნის გამგზავნ მხარეს; იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, იგი ამავდროულად ატყობინებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან დავალების შესრულებას, და დოკუმენტებს უბრუნებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულება