1. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ უფლება საკუთარ მოქალაქეებს დოკუმენტები გადასცენ თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.
2. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ უფლება თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დავალებით თავიანთი მოქალაქეები დაკითხონ საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.
3. წინამდებარე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იძულების საშუალებები ან მათი მუქარ