1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალებაში მითითებული უნდა ყოს:

ა) თხოვნის მიმღები დაწესებულების დასახელება;

ბ) თხოვნის გამგზავნი დაწესებულების დასახელება;

გ) საქმის დასახელება, რომლის მიხედვითაც გამოითხოვება სამართლებრივი დახმარება;

დ) მხარეების, მოწმეთა, ეჭვმიტანილების, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა ან დაზარალებულთა სახელები და გვარები, მათი საცხოვრებელი ადგილი და ადგილსამყოფელი, მოქალაქეობა, საქმიანობა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე ასევე დაბადების ადგილი და თარიღი და შეძლებისდაგვარად, მშობელთა სახელები და გვარები; იურიდიულ პირთათვის - მათი დასახელება და ადგილსამყოფელი;

ე) „დ“ პუნქტში ხსენებულ პირთა წარმომადგენლების არსებობისას მათი სახელები, გვარები და მისამართები;

ვ) დავალების შინაარსი, ასევე მის შესასრულებლად აუცილებელი სხვა ცნობები;

ზ) სისხლის სამართლის საქმეებზე ასევე ჩადენილი ქმედების აღწერა და კვალიფიკაცია და მონაცემები ზარალის ოდენობის შესახებ, თუ იგი ქმედების შედეგად იქნა მიყენებული.

2. დოკუმენტის გადაცემის შესახებ დავალებაში ასევე მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.

3. დავალებას ხელი ეწერება და მოწმდება თხოვნის გამგზავნი დაწესებულების გერბიანი ბეჭდი