1. მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები მიენიჭება იმ პირის საოჯახო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას. ამ დოკუმენტს გასცემს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელის ტერიტორიაზეც განმცხადებელს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.

2. თუ განმცხადებელს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, საკმარისია დოკუმენტის წარდგენა, რომელიც გასცა იმ ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს.

3. დაწესებულებას, რომელსაც შუამდგომლობაზე შეღავათების მინიჭების შესახებ გამოაქვს გადაწყვეტილება, შეუძლია დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები ან საჭირო განმარტებები.

ნაწილი II. სამართლებრივი დახმარე