1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები თავისუფლდებიან სასამართლო და ნოტარიალური ბაჟისა და ხარჯების გადახდისა და ანაზღაურებისგან, ასევე სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით იმავე პირობებით, როგორც საკუთარი მოქალაქეები.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება ყველა პროცესუალურ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება მოცემულ საქმეზე, გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლი