1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე, თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები), შეუძლიათ გამოვიდნენ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

3. წინამდებარე კონვენციის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შეიქმნა ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისა