1. მოთხოვნა სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) შემკითხველი და შემსრულებელი ორგანოების დასახელებას;
ბ) მოთხოვნის საგანს;
გ) ბრალდებულთა ან მსჯავრდებულთა სახელებს, ინფორმაციას მათი მოქალაქეობის, საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დაბადების თარიღს, ადგილს და მშობლების დასახელებას.
დ) მათი რწმუნებულების სახელებსა და მისამართებს;
ე) მოთხოვნის შინაარსს და მისი შესრულებისათვის აუცილებელ ინფორმაციას, ცნობებს დანაშაულის ხასიათის შესახებ და იმ ფაქტების აღწერას, რომლის საფუძველზეც მოცემულ ქმედებას მიეცა კონკრეტული კვალიფიკაცია.
2. მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შემკითხველი ორგანოს მიერ.
მუხლი 26
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას
- მუხლი 46. ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ
- მუხლი 14. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯები
- მუხლი 10. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ
- მუხლი 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის (დავალების) ფორმა
- მუხლი 9. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 26. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-26/