1. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შემსრულებელი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობას, ამასთან, შემსრულებელ ორგანოს შეუძლია შემკითხველი ორგანოს თხოვნის საფუძველზე გამოიყენოს შემკითხველი მხარის საპროცესო კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება შემსრულებელი ქვეყნის კანონმდებლობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი ორგანო არაკომეპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მან მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს.
3. მოთხოვნის შემსრულებელი ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულების თარიღსა და ადგილს. შემკითხველი მხარის დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით, დაესწრონ სამართლებრივი დახმარების განხორციელებას.
4. მოთხოვნის შემსრულებელი მხარე სამართლებრივი დახმარების განხორციელების შემდეგ მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ ორგანოს ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ატყობინებს შესრულების ხელისშემშლელ გარემოებათა შესახებ.
მუხლი 27
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას
- მუხლი 43. 1. შემსრულებელი
- მუხლი 31. შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში აყვანილი პირის გადაცემა საქმეში მოწმის ან დაზარალებულის სახით მონაწილეობისათვის
- მუხლი 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის (დავალების) ფორმა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 27. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-27/