2. პირის გადაცემა სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად წარმოებს ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.
3. პირის გადაცემა განაჩენის სისრულეში მოსაყვანად წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით 6 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.
4. თუ გადაცემის მოთხოვნა ეხება რამდენიმე განსხვავებულ ქმედებას, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ რომელთა ნაწილიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 2 და 3 პუნქტებში მოცემულ პირობებს, გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტების მოთხოვნებს