ა) პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ შემსრულებელი მხარის მოქალაქეა;
ბ) მოთხოვნა გადაცემის თაობაზე მიუღებელია შემსრულებელი მხარისათვის მისი კანონმდებლობის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა კანონიერი საფუძვლის გამო.
გ) პირის მიმართ, რომლის გადაცემის შესახებაც თხოვნაა გაგზავნილი, იმავე დანაშაულისათვის არსებობს შემსრულებელი მხარის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
დ) დანაშაული ჩადენილია შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემა არ ხდება იმის გამო, რომ პირი შემსრულებელი მხარის მოქალაქეა, ამ უკანასკნელმა შემკითხველი მხარე წარუდგენს შემსრულებელ მხარეს დანაშაულთან დაკავშირებულ პირად საქმეს, ცნობებს და სხვა ინფორმაციას. შემკითხველი მხარე ინფორმირებული უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ