2. ამ მუხლის I პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა არ უნდა შეიცავდეს სანქციას გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
3. მოწმის ან ექსპერტის სამგზავრო, საცხოვრებელ და ექსპერტიზისათვის აუცილებელ ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე.
4. შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე ნებაყოფლობით გამოცხადებული მოწმეს ან ექსპერტს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, არ შეიძლება დაედოს ბრალი; აყვანილ იქნას პატიმრობაში, დაედოს მსჯავრი ან სხვაგვარად შეეზღუდოს პირადი თავისუფლება ამ ტერიტორიაზე ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია მის მიერ ამ მხარის საზღვრის გადალახვამდე.
5. მოწმე ან ექსპერტი არ სარგებლობს ამ იმუნიტეტით, თუ იგი 15 დღის განმავლობაში შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას. ამ ვადაში ჩაითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაში მოწმეს ან ექსპერტს მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არ შეეძლო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიის დატოვება
მუხლი 28. 1. თუ წარმოიშვება შემკითხველი მხარის სასამართლო ორგანოს წინაშე მოწმის ან ექსპერტის გამოცხადების აუცილებლობა, მოთხოვნაში უნდა მიეთითოს მათთვის უწყების ჩაბარების შესახებ
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. მოწმის, დაზარალებული და ექსპერტის გარანტიები
- მუხლი 31. შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში აყვანილი პირის გადაცემა საქმეში მოწმის ან დაზარალებულის სახით მონაწილეობისათვის
- მუხლი 152. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა
- მუხლი 140. მოწმის გამოძახება
- მუხლი 12. მოწმის, დაზარალებული და ექსპერტის საზღვარგარეთ გამოძახება
- მუხლი 146. მოწმის უფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. 1. მოთხოვნა გადაწყვეტილების ცნობისა ან აღსრულებისათვის, ამ ხელშეკრულების 1-ლი მუხლის დებულებათა შესაბამისად, უშუალოდ წარედგინება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უნდა ცნო
- მუხლი 23. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება
- მუხლი 24. ამ ხელშეკრულების დებულებები გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ ეხება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ გადაწყვეტილებათა აღსრულების შედეგად მოპოვებული ფულადი თანხების და ნივთების გადაგზ
- მუხლი 25. 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას გაუწიონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
- მუხლი 26. 1. მოთხოვნა სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს:
- მუხლი 27. 1. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შემსრულებელი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობას, ამასთან, შემსრულებელ ორგანოს შეუძლია შემკითხველი ორგანოს თხოვნის საფუძველზე გა
- მუხლი 29. 1. დოკუმენტების გადაცემას შემსრულებელი მხარე ახორციელებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მათ თან ახლავს დამოწმებული თარგმანები მის ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტების გადაცემა მოხდება იმ
- მუხლი 32. 1. უარი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- მუხლი 33. 1. 29-ე მუხლის 1 ნაწილითა და 58 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა მოთხოვნას სამართლებრივი დახმარების შესახებ და თანდართულ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს თარგმანები შემსრულებელი მხარის ან ინგლი
- მუხლი 34. 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, კისრულობენ ვალდებულებას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ერთმანეთს გადასცენ მათ
- მუხლი 35. 1. გადაცემა არ მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 28. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-28/