1. პირი, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში და რომელიც გამოძახებულია მონაწილე შემკითხველი მხარის სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ დაწესებულებაში მოწმის ან დაზარალებულის სახით, შეიძლება დროებით გადაეცეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) თუ გამოძახებული პირი თანახმაა გადაცემაზე;
ბ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს პირი მას შემდეგ, რაც ამოიწურება მისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის საფუძველი, მაგრამ არა უგვიანეს შემსრულებელი მხარის მიერ განსაზღვრული ვადისა. საპატიო მიზეზების არსებობისას ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელმა მხარემ შეიძლება გააგრძელოს აღნიშნული ვადა;
გ) გადაცემული პირი ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რაც გამორიცხავს მის გაქცევას.
2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე პირის პატიმრობაში ყოფნის ვადა არ გაგრძელდება აღნიშნული გადაცემის გამ