შემსრულებელი მხარე აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ მხარეს გადაცემის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
1. გადაცემაზე უარის ან ნაწილობრივ უარის შემთხვევაში შემკითხველ მხარეს უნდა ეცნობოს უარის მიზეზების შესახებ.
2. თუ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე თანხმობას განაცხადებს გადაცემაზე, იგი აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს გადაცემის დროსა და ადგილს. თუ შემკითხველი მხარე გადაცემის დადგენილი თარიღიდან 15 დღის განმავლობაში არ მიიღებს გადასაცემ პირს, ეს პირი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
მუხლი 43
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 43. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-43/