1. ხელშეკრულების მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლება პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ან დასჯა იმ დანაშაულისათვის, რომელიც გადაცემის საფუძველი არ ყოფილა, აგრეთვე არ შეიძლება მისი გადაცემა მესამე სახელმწიფოსათვის შემსრულებელი მხარის თანხმობის გარეშე.
2. შემსრულებელი მხარის თანხმობა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პირმა პროცესის დამთავრების, განაჩენის გამოტანის ან სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის განმავლობაში არ დატოვა შემკითხველი მხარის ტერიტორია. ამ ვადაში არ შედის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ამ პირს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა შემკითხველი მხარის ტერიტორია;
ბ) გადაცემული პირი შემკითხველი მხარის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაბრუნდა ამ ქვეყანაში.
მუხლი 42. სპეციალური წესი და მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 42. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-42/