მუხლი 50 49-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების მიზნით მსჯავრდებულის წარმომადგენელს ან მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ თხოვნით მიმართონ მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს. შემკითხველი მხარის კომპეტენტური ორგანოები მსჯავრდებულს განუმარტავენ ასეთი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ🔗