1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თხოვნით ნებას აძლევს თავის ტერიტორიაზე გაატაროს მესამე მხარისათვის გადაცემული პირი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებული არ არიან ნება დართონ იმ პირთა გადაყვანაზე, რომელთა გადაცემაც ამ ხელშეკრულების დებულებებით დაუშვებელია.
2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების კომპეტენტური პირები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ათანხმებენ ტრანზიტის მარშრუტსა და პირობებს.
მუხლი 45. ტრანზიტი
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 45. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-45/