1. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან მსჯავრდებულის გადაყვანაზე, შემსრულებელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტილებაში მოცემული განაჩენის აღსრულების შესახებ, განსაზღვრავს სასჯელის ისეთივე ხარისხსა და ვადას, რაც განაჩენითაა დადგენილი.
2. თუ სასჯელი თავისი ხასიათით ან ხანგრძლივობით არ შეესაბამება აღმსრულებელი მხარის კანონმდებლობას, ამ უკანასკნელის კომპეტენტურმა ორგანომ შეუძლია გამოიყენოს იმავე კვალიფიკაციის დანაშაულისათვის თავის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი. აღნიშნული სასჯელი თავისი ხასიათით, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს განაჩენში მითითებულ სასჯელს. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მიერ გამოყენებული სასჯელი თავისი ხასიათით არ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე განაჩენში მითითებული სასჯელი და არ უნდა აღემატებოდეს ამ კვალიფიკაციის დანაშაულისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს.
3. აღმასრულებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს არ შეუძლია გამოიყენოს პირის თავისუფლების აღმკვეთი სასჯელის ნაცვლად სხვა რომელიმე სახის სასჯელი.
მუხლი 54
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 54. 1. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან მსჯავრდებულის გადაყვანაზე, შემსრულებელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტილებაში მოცემული განაჩენის აღსრულების შესახებ, განსაზღვრავს სასჯელის ის
- მუხლი 56. 1. განაჩენის სისრულეში მოყვანა უნდა მოხდეს განაჩენის აღმსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 54. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-54/