2. განაჩენის სისრულეში მოსაყვანად პირის გადაცემის მოთხოვნას უნდა დაერთოს განაჩენის დამოწმებული ასლი და კანონის ტექსტი; რომლის საფუძველზეც პირია მსჯავრდებული, თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნაწილი, საჭიროა ამის შესახებ ეცნობოს შემსრულებელ მხარეს.
3. მოთხოვნა გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის გვარს, სახელს, მონაცემებს მისი მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ფოტოსურათსა და თითების ანაბეჭდებს.
4. მოთხოვნის წარმომდგენი მხარე ვალდებული არ არის დაურთოს მოთხოვნას მტკიცებულებანი