1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ დავალება უნდა შეიცავდეს:
ა) თხოვნის გამგზავნი დაწესებულების სახელწოდებას;
ბ) ქმედების აღწერას, რისთვისაც დევნის განხორციელების შესახებ დავალება გადაიგზავნა;
გ) ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის შეძლებისდაგვარად ზუსტ მითითებას;
დ) თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის ტექსტს, რომლის საფუძველზეც ქმედება დაშაულებრივად არის აღიარებული, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების ტექსტს, რომელთაც საქმის წარმოებისათვის აქვთ არსებითი მნიშვნელობა;
ე) ეჭვმიტანილი პირის სახელსა და გვარს, მის მოქალაქეობას, ასევე მისი პიროვნების შესახებ სხვა ცნობებს;
ვ) სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულთა განცხადებებს, რომლებიც აღიძრა დაზარალებულის განცხადებით, და ზარალის ანაზღაურების შესახებ განცხადებებს;
ზ) დაშაულით მიყენებული ზარალის ოდენობის მითითებას.
დავალებას თან ერთვის თხოვნის გამგზავნი მხარის განკარგულებაში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის მასალები, ასევე მტკიცებულებები.
2. თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნისას, საკუთარი კანონმდებლობის თანახმად, გამოძიებას ამ საქმეზე აგრძელებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე. საქმეში არსებული თითოეული დოკუმენტი უნდა დამოწმდეს თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური იუსტიციის დაწესებულების გერბიანი ბეჭდით.
3. დავალება და მისადმი თანდართული დოკუმენტების შედგენა ხდება მე-18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
4. თუ ბრალდებული, დევნის განხორციელების შესახებ დავალების გადაგზავნის მომენტისთვის, პატიმრობაში იმყოფება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იგი გადაჰყავთ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზ